იუსტიციის
სამინისტროს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოში უძრავი ქონების მასობრივი შეფასების პროექტი იწყება.
სამინისტროს ცნობით, უძრავი ქონების შეფასების საკითხი აქტუალურია როგორც სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ისე ქონების გადასახადის ადმინისტრირების, იპოთეკური სესხის თუ სხვა ასპექტით. ქვეყანაში ქონების შეფასებას აუდიტორები და შემფასებლები ახდენენ, ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემოსავლების სამსახური, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ქ. თბილისის მერია და სხვ.) კი, ამავე მიზნით მოქმედებენ შესაბამისი შეფასების სამსახურები.
პროექტის
დაწყებასთან
დაკავშირებით
დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის, შემოსავლების სამსახურის, ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კონტროლის პალატის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ქალაქ თბილისის მერიის, აგრეთვე, კომერციული ბანკების, აუდიტორული და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები
და კერძო შემფასებლები.
„მასობრივი შეფასების სისტემის პროექტი უზრუნველყოფს საქართველოში უძრავი ქონების შეფასებაში უნიფიცირებული, სტანდარტიზებული
მიდგომის დამკვიდრებას. სემინარზე განხილული იქნება შვედური გამოცდილება მასობრივი შეფასების მიმართულებით და საქართველოში ანალოგიური სისტემის ამოქმედებისათვის
საჭირო ღონისძიებათა გეგმა, მასობრივი შეფასების მეთოდოლოგიისა და ტრენინგის ჯგუფის, აგრეთვე საკოორდინაციო საბჭოს ფორმირების და სხვა
მნიშვნელოვანი
საკითხები“,-
ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge