კორეელი
ინვესტორები, საქართველოში ორ ენერგეტიკულ პროექტს განახორციელებენ
და რამდენიმე სასტუმროსაც ააშენებენ.
ამის შესახებ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და კორეის პრეზიდენტის ლი მიონ-ბაკის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, კორეელი ბიზნესმენები საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებენ, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.
საქართველოს პრეზიდენტმა, ბიზნესის წარმომადგენლებთან კონკრეტული პროექტების დაწყება დაიგეგმა.
ასევე
გადაწყდა,
რომ მალე საქართველოში კორეელი სპეციალისტები ჩამოვლენ, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან ჩვენს ქვეყანაში არსებულ გარემოსა და შესაძლებლობებს. თბილისში გაიხსნება სამხრეთ კორეის საელჩოც.
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი მიონ-ბაკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას
შორის სამომავლო ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.
Internet.ge