„საქართველო სტაბილურად დგას განვითარების გზაზე. მოწესრიგდა წყლის
მიწოდება გარეუბნებში, დაიგო გზები და მოგვარებულია სანიტარული პრობლემები. ბოლო
ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში მილიონობით დოლარის ინვესტიცია შევიდა,
გაუმჯობესდა ქალაქის განათება, ასევე ტექნიკური პრობლემები მოგვარდა რეგიონებსა და
მუნიციპალიტეტებში.“ – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ჩვენ გვქონდა წყალი, მაგრამ ის ძალიან იშვიათად, კვირაში ორი ან სამი
დღე მოგვეწოდებოდა, ისიც ერთი საათით. ახლა ჩვენ წყალი ყოველ დილით, რამდენიმე
საათის განმავლობაში გვაქვს.“ – ამბობს ქალაქ გორის მცხოვრები, ლალი
ცხოვრებაშვილი.
მსოფლიო ბანკი წერს საქართველოში
მიმდინარე რეფორმების შესახებაც –რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის
განვითარებისათვის ხელისუფლებამ სულ 65,4 მილიონი დოლარი გამოყო. ამასთანავე, 2010
წელს მიიღო 45 მილიონი დოლარის დაფინანსება. საქართველო, როგორც ჩანს, 2015
წლისათვის მიაღწევს თავის მიზანს, რომელიც წყლის მიწოდებასა და სანიტარულ უზრუნველყოფას ეხება.
internet.ge