GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის ორმხრივი შეთანხმება გაფორმდა
14:39 24.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოსა და ყაზახეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ყაზახეთში, ასტანის მეხუთე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ მოაწერა, ყაზახურ მხარეს კი ინდუსტრიისა და ახალი ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილე კანიშ ტულეუშინი წარმოადგენდა.

ასტანამ მეხუთე ეკონომიკურ ფორუმს 21-23 მაისს უმასპინძლა. ფორუმში მიხეილ ჯანელიძესთან ერთად ასევე მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმვისა და განვითარების განყოფილების უფროსი რუსუდან მამაცაშვილი.

გაკეთდა მოხსენება საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონალური განვითარებისა და ტურიზმის სამინისტროს დელეგაციასთან და შვედეთის მოგზაურთა და ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორთან.

საქართველოს დელეგაცია ყაზახეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ინდუსტრიისა და ახალი ტექნოლოგიების სამინისტროების, მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრებზე განხილული იქნა ტურიზმის, ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.

ასტანის ეკონომიკური ფორუმი ყაზახეთის დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება. წელს ფორუმს მსოფლიოს 90 ქვეყნის დელეგატები დაესწრნენ, მათ შორის იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები, ცნობილი მეცნიერები, პოლიტიკოსები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გრიგოლ ვაშაძე ბოსნია და ჰერცეგოვინის ელჩს შეხვდა1
დავით ხიზანიშვილი კანონიერ ქურდად სკაიპით მონათლეს (VIDEO)2
პროდუსერი ლევან კორინთელი 40 წლის ასაკში გარდაიცავალა3
ომბუდსმენის წარმომადგენლებმა გლდანის ციხეში მონიტორინგი დაასრულეს4
საქართველოში შვედი ექსპერტები იმყოფებიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X