თბილისის
მერი განაგრძობს იმ საწარმოების დათვალიერებას, რომლებიც 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სამრეწველო აღლუმში მონაწილეობენ. გიგი უგულავა დღეს, ქვების გადამამუშავებელ საწარმო „კამარაში“ იმყოფებოდა და სამუშაო
პროცესს ადგილზე გაეცნო.
უგულავას განცხადებით, უმუშევრობის ყველაზე სისტემური და მაღალი მაჩვენებელი თბილისშია.
„მთავარი
პრობლემა დღეს მაინც არის უმუშევრობა, ყველაზე სისტემური და მაღალი მაჩვენებელი უმუშევრობისა თბილისშია. სამრეწველო აღლუმი ემსახურება იმას, რომ ჩვენი თვალით შევაფასოთ და ვნახოთ თუ რა იწარმოება საქართველოში. თითეული ახალი კომპანია არის დამატებითი სამუშაო ადგილები. პატარა საწარმოების სიმრავლე და მრავალფეროვანი პროდუქცია, ქმნის ძლიერ ეკონომიკას და ასაქმებს ადამიანებს. თუმცა, საქართველოში ამ მიმართულებით
ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ბევრი ადამიანია დასასაქმებელი, ამიტომ ეს ყველაფერი არ იწვევს ბოლომდე კმაყოფილებას“,-
განაცხადა უგულავამ.
კომპანია
„კამარა“
1998 წლიდან
ადგილობრივ
ნატურალურ
ქვებს ამუშავებს. საწარმო ქართული ბაზალტისა და გრანიტის
გარდა, ნიჩბისის, ანანურისა და სხვა ნაკლებად ათვისებულ კარიერებში მოპოვებულ მოსაპირკეთებელ მასალაზე მუშაობს.
კომპანიამ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ბაზალტისა და გრანიტის
ფილების დამზადება განაახლა. აღნიშნული მასალით მოკირწყლულია თბილისის დასასვენებელი პარკები, სკვერები, სახელმწიფო თუ კერძო
ობიექტები.
ქვების გადამამუშავებელმა
საწარმომ
2012 წლიდან
ქართული მოზაიკის წარმოებაც დაიწყო.
აღნიშნულ
ობიექტში ამჟამად 17 ადამიანია დასაქმებული.
შპს
„კამარა“
26 მაისს დაგეგმილ სამეწველო აღლუმში მონაწილეობს და გამოფენაზე სხვადასხვა სახეობის, მრავალფეროვან პროდუქციას წარმოადგენს.
ქართული
წარმოების
პოპულარიზაციის
მიზნით,
"ქართული
მრეწველობის
აღლუმი – დამზადებულია საქართველოში",
26 მაისს, რუსთაველის გამზირზე გაიმართება. გრანდიოზულ გამოფენაზე 250–ზე მეტი საწარმო ადგილობრივი წარმოების, მრავალფეროვან პროდუქციას წამოადგენს.
internet.ge