საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის გაზრდის მიზნით, დღეს, რუსთაველის გამზირზე ქართული მრეწველობის აღლუმი – „დამზადებულია საქართველოში" გაიმართება.
მერიის ინფორმაციით, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე ქართული წარმოების სხვადასხვა სფეროს პოპულარიზაციისა და ეკონომიკის
განვითარების
ხელშეწყობის
მიზნით, სამრეწველო აღლუმი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად, საქართველოს დამოუკიდებლობის
დღეს გაიმართება.
წელს
გამოფენაზე
250–ზე მეტი საწარმო საკუთარი წარმოების: ავეჯს, სამშენებლო მასალებს, ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკას, ტექსტილს, ლითონის ნაკეთობებს, ფარმაცევტულ ნაწარმს, ლაზერულ გრავიურას, ქართული წარმოების მეტროს ვაგონებს, უალკოჰოლო და ალკოჰოლიან სასმელებს, ჩაის, საკვებსა და სხვადასხვა მრავალფეროვან პროდუქციას წამოადგენს.
Internet.ge