გილაურმა სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს ქვეყანაში შექმნილი ბიზნესგარემო გააცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილკაური სასტუმრო „რედისონ ბლუ
ივერიაში” საერთაშორისო სავაჭრო პალატის მე-4 რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით
გამოვიდა.
როგორც ჟურნალისტებს გილაურმა განუცხადა, დღეს გამართული კონფერენცია
უცხოური სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებისთვის იმ პირობების გაცნობას ისახავდა მიზნად, რომელიც
ბიზნესის კეთებისთვის საქართველოშია შექმნილი.
მისი თქმით, კონფერენციაში მონაწილეობას 10 ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის
წარმომადგენელი იღებს.
„ისინი არიან იმ ორგანიზაციების წევრები, რომლებიც ათობით, ასობით და
ათასობით ყველაზე მსხვილ კომპანიებს აერთიანებენ. ეს ადამიანები თავიანთ ქვეყნებში ჩადიან და იქაურ ბიზნესმენებს
რეკომენდაციას აძლევენ, თუ სად განახორციელონ ინვესტიციები. ბიზნესმენები ძალიან
დაინტერესებულები არიან ქართული ბიზნეს გარემოთი, უნდათ ინვესტიციების ჩადება. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ
საქართველო ჩამოყალიბდა როგორც რეგიონალური ცენტრი ლოჯისტიკური საინვესტიციო,
ტურისტული თვალსაზრისით. შესაბამისად, ძალიან დიდი დაინტერესებაა მთელი რეგიონიდან.
იმედი მაქვს, ინვესტიციას საკმაოდ მდიდარი
ქვეყნებიდან მივიღებთ, რაც ჩვენ პოლიტიკას სრულად შეესაბამება“,- განაცხადა
გილაურმა.
Internet.ge