პრემიერ-მინისტრის ნიკა
გილაურის განცხადებით, აპრილთან შედარებით, ფასების დონე
შემცირდა. საერთაშორისო ბაზრებზე, საკვებ პროდუქტებზე ფასების კლება
დაფიქსირდა და ეს შიდა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზეც
აისახა.
ამის შესახებ
განცხადება, გილაურმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის
თქმით, მაისის ინფლაციის მაჩვენებელი პოზიტიურია.
„დეფლაცია გასული წლის მაისთან მიმართებაში იყო 3,3%-იანი.
გასული წლის მაისი
იყო ერთ-ერთი
ყველაზე ინფლაციური თვე
2011 წლის განმავლობაში. 14%-ზე მაღალი
იყო მაშინ ინფლაცია, შესაბამისად, ეს ეფექტი
თავის შედეგს იღებს
წელს“,- განაცხადა გილაურმა.
Internet.ge