დღეს, ფინანსთა სამინისტროში, ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის,
საგრანტო და სასესხო შეთანხმებები გაფორმდება.
სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებები
ითვალისწინებს მნიშვნელოვანი
ფინანსური რესურსების
გამოყოფას ბათუმში,
სანიაღვრე სისტემის
რეაბილიტაციისთვის, იძულებით
გადაადგილებულ პირთა
საცხოვრებელი პირობების
გაუმჯობესებისა და საქართველოში სხვადასხვა პროექტის დაფინანსებისთვის.
დოკუმენტებს გააფორმებენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გერმანიის
რეკონსტრუქციის საკრედიტო
ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, გერმანიის ელჩი და სამხრეთ
კავკასიის რეგიონული
ოფისის ხელმძღვანელი.
ხელმოწერის ცერემონიას
ასევე დაესწრებიან
საქართველოში ვიზიტად
მყოფი გერმანიის
ფედერალური მინისტრი
დირკ ნიებელი
და დელაგაციის
წევრები.
Internet.ge