საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური, დღეს, გერმანიის ფედერალურ მინისტრ - დირკ ნიებელს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები დეტალურად განიხილეს.
გილაურის განცხადებით, გერმანიის მთავრობა საქართველოს დამატებით 57 მლნ ევროს გამოუყოფს, საიდანაც ნაწილი გრანტი, ხოლო ნაწილიც დაბალპროცენტიანი სესხი იქნება.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმა აღნიშნა, 57 მლნ ევროდან 5 მლნ ევრო დაცულ ტერიტორიებს მოხმარდება, ბათუმის სანიაღვრე სისტემების პროექტის დასრულებას 7 მლნ ევრო, განახლებადი ენერგეტიკისთვის გამოყოფილი 25 მლნ ევრო იქნება, 20 მლნ ევრო კი, მყარი ნარჩენების პროექტებზე იქნება მიმართული.
„გერმანიის
ფედერალური
სამინისტროს
ნაწილია
kfw და
GTZ. ამ ორგანიზაციებს
საქართველოსთვის
გამოყოფილი
აქვთ დაახლოებით 400 მლნ ევრო. მათ მიერ ერთ-ერთი მთავარი დაფინანსებული პროექტია მაღალი გადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც საქართველოსა და თურქეთს აკავშირებს. ასევე, მათი დაფინანსების
მეშვეობით დაიწყო ბათუმის სანიაღვრე სისტემისა და წყლის
რეაბილიტაციის
პროექტები,
რომლებიც დასრულების სტადიაშია“,-
განაცხადა გილაურმა.
გერმანიის ფედერალური მინისტრი, დირკ ნიებელი საქართველოში ნიკა გილაურის მოწვევით იმყოფება.
internet.ge