საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დღეს, თურქეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს ბულენტ
არინჩის შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ
გილაურმა, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თურქეთი საქართველოსთვის ნომერ
პირველი და უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.
პრემიერის თქმით, თურქეთი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია საქართველოსთვის
საერთაშორისო
არენაზე, მათ შორის ნატოში.
„ჩვენ
ერთობლივ პროექტებს ვახორციელებთ, ეს არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც წელიწადნახევარში
დასრულდება. ასევე,
მაღალი
ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც საქართველოდან ელექტროენერგიის
მეტ ექსპორტს შეუწყობს ხელს. ვისურვებდი, რომ თურქეთის მხრიდან მეტი ინვესტიციები ჩაიდოს საქართველოში, მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და ჩვენს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“,- განაცხადა გილაურმა.
internet.ge