GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოსა და მოლდოვას ეროვნულ ბანკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
18:59 01.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ეროვნული ბანკის დიდ დარბაზში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ და მოლდოვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, დორინ დრაგატანუმ ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს.

დორინ დრაგატანუმ თავად გამოთქვა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი, რათა ადგილზე გაცნობოდა გატარებული ინოვაციური რეფორმებით მიღწეულ შედეგებს და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანაშრომლობის მომავალ გეგმებზეც ისაუბრა.

საქართველოსა და მოლდოვას ცენტრალურ ბანკებს შორის გაფორმებული შეთანხმების მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება ორი ქვეყნის საფინანსო სექტორებს შორის. შეთანხმების თანახმად, მხარეები იღებენ ვალდებულებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყონ საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის საბანკო და საფინანსო ინსტიტუტებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებას, ასევე გაუზიარონ ერთმანეთს დანერგილი წარმატებული გამოცდილება.

„დღეს, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა არა მხოლოდ ორ უწყებას შორის, არამედ ორი ქვეყნის საფინანსო და საბანკო სექტორებს შორის, ჩვენ ამით ხელს შევუწყობთ ბიზნესების დაახლოებას, ერთობლივი პროექტების ინიცირებასა და ხელშეწყობას,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით ინფორმაციის გაცვლაზე შესაძლო შეზღუდვებს. მხარეებს შორის ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლის მიზნით ჩატარდება სამუშაო ვიზიტები.

„საქართველოს ევროპაში ძალიან კარგი იმიჯი აქვს, როგორც ქვეყანას, რომელიც წარმატებულ რეფორმებს ახორციელებს. ვფიქრობ, რომ ეს მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის განვითარებისა და თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყებას, ჩვენ ასევე დაინტერესებულნი ვართ იმ პოლიტიკით, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი  წარმატებით ატარებს“,  -  განაცხადა მოლდოვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დორინ დრაგატანუმ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მაია ფანჯიკიძე ყაზახეთის დროებით რწმუნებულს შეხვდა1
საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდა2
მერვე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო3
ახალ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 85, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 65 დეპუტატი ეყოლება4
მარკოიშვილმა იტალიის სერია “ა” გამარჯვებით დაიწყო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X