ფინანსთა
მინისტრი საჯარო ლექციათა - „ვისაუბროთ ეკონომიკაზე“ ციკლის ფარგლებში, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
„ვისაუბროთ
ეკონომიკაზე“
- ლექციის
კურსი მოიცავს ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე -
თუ როგორ გახდეს ქვეყანა რეგიონის სავაჭრო, ეკონომიკური და ლოჯისტიკური ცენტრი, რა ინიციატივებია გათვალისწინებული
დასაქმების
ხელშეწყობისა
და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის.
ფინანსთა
მინისტრმა
ისაუბრა
2012 წლის
ბიუჯეტის პრიორიტეტებზე, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან რეგიონულ, ურბანულ, ენერგეტიკულ, ტურისტულ, საგზაო-ინფრასტრუქტურულ
პროექტებზე.
„ეს
არის ციკლი ლექციებისა სტუდენტებისთვის
სხვადასხვა
უმაღლეს სასწავლებელში. შეხვედრაზე ღია, უშუალო და ამავე დროს, დეტალური საუბარი შედგა ქვეყნის ეკონომიკაზე, საჯარო ფინანსებზე, ტენდენციებზე ბიზნეს-სექტორში. საუბარი შეეხო გლობალურ ეკონომიკურ ტენდენციებს. შიდასახელმწიფოებრივი
და გლობალური ეკონომიკური ტენდენციები ერთმანეთთან დაკავშირებულია.
იმედია, დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო იქნება სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის,“
- განცხადა
დიმიტრი გვინდაძემ.
პრეზენტაციის
შემდეგ საუბარი ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. მინისტრმა უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.
ფინანსთა
მინისტრმა
საჯარო ლექციები უკვე გამართა საქართველოს უნივერსიტეტში, აგრეთვე თბილისის სახელმწიფო, აგრარული, შავი ზღვის საერთაშორისო და საპატრიარქო უნივერსიტეტების
სტუდენტებთან.
წლის განმავლობაში ფინანსთა მინისტრის საჯარო ლექციები ქვეყნის სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც
გაიმართება.
Internet.ge