მიმდინარე წლის 1-ელ ივნისამდე ზედმეტად დარიცხული პენსიებისა და კომპენსაციების ლეგალიზება მოხდება.
ამასთან
დაკავშირებით ცვლილებები, დეპუტატებმა – ოთარ თოიძემ და გიორგი გოდაბრელიძემ მოამზადეს. ცვლილებების ინიცირება კი, ბიუროს
დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
პროექტის თანახმად, თუ ვინმეს 2012 წლის 1-ელ ივნისამდე პენსია ან სახელმწიფო კომპენსაცია არასწორად, კერძოდ, ზედმეტად დაერიცხა, მის უკან დაბრუნებას აღარ მოსთხოვენ.
Internet.ge