არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი აზრის სახლი" დღეს ანალიტიკური პროექტის -
"რეალური
რისკები რეალურ საქართველოში"
VII ნაწილის
პრეზენტაციას
გამართავს.
ცნობილია, რომ ნაშრომი, რომლის სახელწოდებაა "ენერგეტიკული რისკები საქართველოში",
ქვეყნის ავტონომიური ენერგომომარაგების
შესაძლებლობების
და პოზიტიური მხარეების ანალიზს მოიცავს.
დოკუმენტი
ეთმობა სოფლების და დასახლებული პუნქტების მოსახლეობის სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნილების და შესაბამისი ენერგოუზრუნველყოფის
არსებული მდგომარეობის შესწავლას, ასევე, გამოუყენებელი ენერგეტიკული პოტენციალის გამოვლენას.
პროექტის
შესახებ ძირითად მოხსენებას წაიკითხავს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ანზორ დუნდუა; თანამომხსენებლები
იქნებიან საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი, ნუგზარ უფლისაშვილი და საქართველოს ენერგეტიკულ რესურსების ეფექტურობის გამოყენების ასოციაციის თავჯდომარე, გიორგი ტურაბერიძე.
პრეზენტაციაზე
ყურადღება
გამახვილდება
დასახლებული
ობიექტების
გეოგრაფიული,
კლიმატური,
სოციალური,
სტრუქტურული
და სხვა ზოგადი სახის ინფორმაციაზე. ასევე, მოსახლეობისა და სამრეწველო სტრუქტურების ენერგეტიკული უზრუნველყოფის საკითხებზეც.
განიხილება
ისეთი საკითხები, როგორიცაა ენერგეტიკული რესურსების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ენერგიის აუცილებელი მოცულობები, ადგილობრივი განახლებადი რესურსების პრიორიტეტები, ეკონომიკური ეფექტურობა, სოციალური და ეკოლოგიური ასპექტები, ორგანიზაციული საკითხები და ცენტრალიზებული ელექტრომომარაგება.
ღონისძიებაზე
მიწვეულნი
არიან ცნობილი მეცნიერები, ექსპერტები და ანალიტიკოსები.
Internet.ge