საქართველოს ეროვნული ბანკი 2012 წლის აპრილის თვის მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის
მიხედვითაც, აპრილის თვეში მარტის თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონე 0,03
პროცენტით შემცირდა. ამან კი ხელი შეუწყო ინფლაციის –2,1 პროცენტამდე შემცირებას.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, თვის ბაზაზე სამომხმარებლო ფასების
საერთო დონის კლების ყველაზე მაღალი ტემპები დაფიქსირდა „ბოსტნეულისა და ბაღჩეული“
ჯგუფის პროდუქციაზე. პარალელურად შემცირდა ფასები „პურისა და პურპროდუქტებისა“ და
„კვების სხვა პროდუქტების“ კატეგორიებში შემავალ საქონელზე.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ასევე აღნიშნულია,
რომ მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით სარეზერვო ფულის მაჩვნებელი 48,2 მლნ ლარით
(2,6 პროცენით) გაიზარდა და 1,9 მლრდ ლარი
შეადგინა.
Internet.ge