საქართველოში
განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდამ 2012 წლის I კვარტალში, გასულ წელთან შედარებთ, 55%–ით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული სამხახური ავრცელებს.
მთლიანობაში,
2012 წლის I კვარტალში,
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადმა 321 მლნ. აშშ
დოლარი შეადგინა.
საქსტატის
მონაცემების მიხედვით, 2012 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
საქართველოში 61 ქვეყნიდან განხორციელდა.
2011 წლის
I კვარტალში კი აღნიშნულმა მაჩვენებელმა 56 შეადგინა.
უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი
ქვეყნები არიან: გერმანია, თურქეთი, გაერთიანებული
სამეფო, ვირჯინიის კუნძულები, იაპონია და ლუქსემბურგი.
ამავე მონაცემებზე
დაყრდნობით, ყველაზე
მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში
განხორციელდა.
internet.ge