კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო, კომპანიებისგან კომერციული საიდუმლოს მიღებას შეძლებენ.
ამასთან დაკავშირებით
ცვლილება „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომელზეც საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.
ცვლილებებით,
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კომპანიებისგან კომერციული საიდუმლოს შესახებ ინფორმაციის მიღებას მოსამართლის ბრძანების საფუძველზე შეძლებენ. თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტო ამ ინფორმაციას მთავრობის დადგენილების საფუძველზე მიიღებს.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად კუკავას განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო კომპანიის კომერციულ საიდუმლოებას მთავრობის გადაწყვეტილებით მიიღებს და
ზიანს იმ პირებს
არ აყენებს, ვისგანაც ამ ინფორმაციას ითხოვენ.
მისი
თქმით, ამ კონკრეტულ კანონში გაიწერება, რომ ორივე სააგენტოს თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს ამა თუ იმ კომერციული საწარმოსგან მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ აქვთ. თუმცა, ამას მოქმედი კანონმდებლობაც კრძალავს.
„სააგენტოებს თავიანთი საქმიანობისას შეიძლება საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა დასჭირდეთ,“ –
დასძინა მან.
internet.ge