ასოციაცია
„ატუმ“ კონტროლის პალატას 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012
წლის 1 ივნისამდე პერიოდის ფინანსური ანგარიში გაუგზავნა. ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
გავრცელებული დოკუმენტიდან ჩანს, რომ "ატუმ" პალატას შპს "ბურჯთან" და შპს "ელიტა
ბურჯთან" ამავე პერიოდში განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია
მიაწოდა.
წერილს ასევე თან ერთვის ასოციაცია "ატუს" ამონაწერი
სამეწარმეო რეესტრიდან.
დოკუმენტის მიხედვით, ასოციაცია "ატუს" დამფუძნებლები
არიან: ბაჭია დემეტრაშვილი, ელდარ გოგოლაძე, და ეთერ დემინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატამ
ფონდ "ქართუ"-სა და ასოციაცია "ატუ"-ს 2011 წლის 1 ნოემბრიდან
1 ივნისამდე პერიოდის ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენა მოსთხოვა.
Internet.ge