სასტუმრო "რედისონში" აშშ-ის მთავრობის
მიერ
ინიცირებული
რეგიონალური
ვაჭრობის
ხელშეწყობის
ორდღიანი
კონფერენცია
დღეს გაიხსნება.
როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს კონფერენციის ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრის მასპინძლები არიან
საქართველოს შემოსავლების სამსახური, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
რეგიონული კონკურენტუნარიანობის ინიციატივა, ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა და
გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისია.
კონფერენციას 100-მდე
სტუმარი დაესწრება. მასში მონაწილეობას საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა იღებენ.
კონფერენციაზე განხილული
იქნება ვაჭრობის
ხელშეწყობის თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვ.
არსებული
ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ
საქართველოს მონაცემთა
გაცვლის სააგენტო,
აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი,
სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი,
სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო, თურქეთის საბაჟოსა
და ვაჭრობის
სამინისტრო, უკრაინის
საბაჟოს საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო,
ქართველი, სომეხი
და აზერბაიჯანელი კერძო სექტორის
წარმომადგენლები.
Internet.ge