საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, 2012 წლის
პირველ კვარტლაში შემოსული ინვესტიციების შესახებ ისაუბრა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, პირველ კვარტალში საქართველოში ჯამში 270 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 60-65%-ით აღემატება.
გილაურის თქმით, ინვესტიციები ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.
„ქვეყანაში რეალურად, ახალ სამუშაო ადგილებს პირდაპირი უცხოური ინვესტიები ქმნის. წელს კი, პირველ კვარტალში იმაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ასეთივე ტემპი შეინიშნება მეორე კვარტალშიც, რაც ძალიან სასიხარულოა“,- განაცხადა გილაურმა.
internet.ge