სამხრეთ
კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურ ოფისს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ჰენრი
კერალი ჟურნალისტებს მისმა წინამორბედმა ასად ალამიმ წარუდგინა.
კერალის
თქმით, იგი განაგრძობს იმ პოლიტიკურ კურსს, რომელსაც მსოფლიო ბანკი რეგიონში
ატარებდა.
„ჩვენ
ვიმუშავებთ აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში საბანკო სისტემის განვითარების
საკითხებზე. მსოფლიო ბანკს ამ რეგიონისთვის გარკვეული სტრატეგია აქვს და იგი
აუცილებლად განხორციელდება. ამისთვის ჩვენ კონტაქტს დავამყარებთ სამოქალაქო
სექტორის წარმომადგენლებთან და რეგიონის სტრატეგიულ პარტნიორებთან,“ - განაცხადა
ახალმა დირექტორმა.
კერალი
თანამდებობას ოფიციალურად 1 ივლისიდან დაიკავებს. იგი უგანდისა და დიდი ბრიტანეთის
მოქალაქეა. მას რეგიონული მართვის დიდი გამოცდილება აქვს, ვინაიდან მანამდე
სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში, ცენტრალურ აზიასა და
ევროპაში მუშაობდა.
Internet.ge