საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს გამართულ
მთავრობის სხდომაზე 2012 წლის I კვარტლის მაკროეკონომიკური აქტივობა შეაჯამა.
პრემიერის
ინფორმაციით, პირველი 5 თვის მონაცემებით, საგარეო ვაჭრობა დაახლოებით 19-20%-ითაა გაზრდილი.
„კერძოდ იმპორტი
20-22%-ით გაიზარდა, ექსპორტი კი - 12-13%-ით. ეს ცუდი მონაცემები არ არის. ქვეყანაში ექსპორტი უფრო ნაკლები ტემპით იზრდება, ვიდრე გასულ წელს, მაგრამ მაჩვენებელი მაინც საკმაოდ მაღალია“,- განაცხადა პრემიერმა.
გილაურის თქმით, პირველ კვარტალში
ინვესტიციების მოცულობამ 270 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 60-65 % -ით მეტია. ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი
კი, გერმანია და გერმანული
კომპანიები იყვნენ.
internet.ge