საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის განცხადებით, 2012 წლის I კვარტალში ეკონომიკის 6,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ამის შესახებ განცხადება ნიკა გილაურმა დღეს გამართულ მთავრობის
სხდომაზე გააკეთა.
პრემიერის შეფასებით, მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის ფონზე, 6.8%-იანი ზრდა მაღალი
მაჩვენებელია.
გილაურის განცახდებით, დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი აქამდე 20-22% იყო, ახლა კი, ეს მაჩვენებელი
13-14%-მდეა შემცირებული. „შესაბამისად,
საქართველოს ყოველდღიურ ეკონომიკურ აქტივობაზე უფრო სწორი ინფორმაცია გაგვაჩნია”, - დასძინა პრემიერმა.
internet.ge