მთავრობა, დღეს პარლამენტში, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე, მაკროეკონომიკურ ანგარიშს წარადგენს.
როგორც "ინტერნეტ.ჯი"-ს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა განუცხადა, 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 7 პროცენტით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი - 9,2 პროცენტით გაიზარდა, რითაც, ნორმალურ გამოხატულებაში, მშპ-მ 24.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე –
3.5 მლრდ ლარით მეტია.
მისი ინფორმაციით, 2011
წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი თავდაპირველად, მშპ-ს 4.3 პროცენტის ფარგლებში დაიგეგმა, წლის, განმავლობაში კი, ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ, ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი – 3, 6 პროცენტამდე შემცირდა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, 2011 წლის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, წინა წელთან შედარებით, 20, 4 პროცენტით გაიზარდა და 980.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
“სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 7, 436.6 მლნ ლარი შეადგინა, მათ შორის საგადასახადო შემოსავლებმა - 5, 802.0 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი - 78 პროცენტს შეადგენს”, - დასძინა ხუროშვილმა.
ხუროშვილის ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა, 2011 წელს - 7, 101.9 მლნ ლარი შეადგინა.
აღნიშნულ ანგარიშს მთავრობა, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგენს.
Internet.ge