2012 წლის პირველი 5
თვის განმავლობაში საქართველოში ფულადი გადარიცხვების მოცულობა 518,16 მილიონ
დოლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის ცნობით, ეს მაჩვენებელი 9%-ით აღემატება გასული
წელის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ ციფრებს.
საქართველოში ფულის
შემოსვლის მთავარ წყაროდ კვლავ რუსეთი რჩება, საიდანაც მიმდინარე წლის
იანვარ-მაისში მთლიანად შემოსული თანხის ნახევარზე მეტი - 268,86 მილიონი დოლარი
გადმოირიცხა.
რუსეთის გარდა, დიდი
ოდენობით ფულადი გადმორიცხვები ხორციელდება საბერძნეთიდან - 62,6 მლნ დოლარი,
იტალიიდან - 44,8 მლნ, აშშ-დან - 32,1 მლნ, უკრაინიდან - 18,45 მლნ, ესპანეთიდან -
12,37 მლნ დოლარი. ამავე ჩამონათვალში არიან თურქეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი,
ისრაელი და გერმანიაც.
გასული წლის ბოლოს
ფულადი გადარიცხვების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს - 1,26 მილიარდ დოლარს
მიაღწია. სავარაუდოდ, ეს რიცხვი წელს გაიზრდება.
Internet.ge