"მადნეული" და "კვარციტი" კომპანია "კაპიტალ ჯგუფმა" შეიძინა, რომლის აქციონერები რუსი ბიზნესმენები - დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროიცკი არიან. ამის შესახებ
„ინტერნეტ.ჯი“-ს კომპანიების პრესსამსახურებიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, "კაპიტალ ჯგუფის“ მფლობელობაში შედის სამთო-მომპოვებელი ბიზნესის დომინანტი სომხური კომპანია „ნევაღუსი“. აღნიშნული კომპანია გასული წლის ოქრომბერში და 2012 წლის თებერვალში საჯარო აუქციონში მონაწილეობის შედეგად,
"კაპიტალ ჯგუფმა“ ჯამში 204 მილიონ ლარად შეიძინა.
განცხადების თანახმად, 14 ივნისს სს "მადნეულის" და შპს "კვარციტის" გენერალურ დირექტორად ვახტანგ ფარესიშვილი დაინიშნა.
"ამჟამად, 10 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებულია
გეოლოგიურ
საძიებო სამუშაოებზე, რაც ითვალისწინებს საძიებო სამუშაოების შესაძლო მოკლე ვადაში დასრულებას, მარაგების დამტკიცებას, წიაღისეული რესურსების მარაგების გაზრდასა და ათვისების ფაზაზე გადასვლას. ასევე, იგეგმება დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაც,
რაც მოხმარდება მანქანა-დანადგარების გადაიარაღებას, ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესობება-მოწყობას, სამთო-ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში.
კომპანიების
პრიორიტეტად
რჩება გარემოზე ზრუნვა. ეკოლოგიური პროექტების განხორციელების კუთხით, სს "მადნეული" და შპს "კვარციტი" გააგრძელებს სამომავლო ინვესტიციების გამოყოფას. ასევე კომპანიების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება სოციალური პროექტების განხორციელება.
კომპანიაში
მიმდინარე
რეორგანიზაციის
პროცესის მიუხედავად, სს "მადნეული" და შპს "კვარციტი" უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. ქართული მადნისა და ოქროს წარმოება-გადამუშავებაზე ორივე კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 2000
ადამიანი",
- ნათქვამია
განცხადებაში.
internet.ge