დასავლეთ
საქართველოში ახალი ქალაქის მშენებლობის პროექტით ირანელი ბიზნესმენები
დაინტერესდნენ.
როგორც
ქართულ-ირანული ცენტრის ხელმძღვანელი მაჰმუდ დავარი „Financial“-თან ინტერვიუში
აცხადებს, ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, ირანელი
ბიზნესმენების ინტერესი საქართველოსადმი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
დავარის
თქმით, ამ ეტაპისთვის ირანელები აჭარაში, ქობულეთსა და თბილისში მიწის ნაკვეთების შესყიდვით
არიან დაინტერესებულნი. მათ ასევე, სასტუმროებისა და სახლების შეძენაც სურთ. თუმცა
ლაზიკას შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ინვესტორები ამ იდეამაც გაიტაცა.
ქართულ-ირანული
ცენტრის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ირანელები ლაზიკას პროექტში სოლიდურ თანხებს
ჩადებენ.
internet.ge