GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ანკარაში ტრანსანატოლიური გაზსადენის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი
16:41 27.06.2012
დღის სიახლეები

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა  ილჰამ ალიევმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ხელი მოაწერეს ტრანსნაციონალური გაზსადენის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით აზერბაიჯანულ გაზს ევროპას მიაწვდის.

„დღეს სტამბოლში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად ხელს ვაწერთ ტრანსანატოლიური გაზსადენის პროექტს“ - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა თურქეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მან აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირი, რომელსაც არა მარტო „შაჰდენიზის“, არამედ კასპიის ზღვის სხვა საბადოებზე მოიპოვებენ, ევროპას სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიეწოდება: „პროექტი, რომელიც 7 მილიარდი დოლარი დაჯდება, უფრო მეტად გაზრდის თურქეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ მნიშვნელობას. მე ვისურვებ, რომ ეს პროექტი სასარგებლო გამოდგეს ჩვენი ქვეყნისთვის, აზერბაიჯანისა და ევროპისათვის,“ - განაცხადა ერდორანმა.

ტრანსანატოლიური გაზსადენი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში შევა, ევროპას აზერბაიჯანულ გაზს მიაწოდებს. გაზსადენის პირველი ქსელი 2018 წლისთვის უკვე მზად უნდა იყოს.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ციხეებში ჯანდაცვის მდგომარეობას კურირებას არჩილ თალაკვაძე გაუწევს1
პუტინის პრესმდივანი საქართველოში ჩატარებული არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ელოდება2
ონიშენკო: კახეთის კულტურის მოღვაწის წოდება დამსახურებულად მეკუთვნის3
გიორგი ფოჩხუას ხვალ დაკრძალავენ4
დასავლეთ საქართველოში დღეს ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X