საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2012
წლის მაისში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ, წინა წლის მაისთან შედარებით 8,3 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ყოველკვარტალური სტატისტიკური გამოკვლევებით დაზუსტებული მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის II კვარტლის მონაცემები მიმდინარე წლის 18 სექტემბერს
გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან საქსტატმა დაიწყო ეკონომიკის ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასებების წარმოება, რომელიც იანგარიშება დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, დეფლატორის, ფისკალური და მონეტარული მონაცემების საფუძველზე.
Internet.ge