აჭარის რეგიონში
განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 14%-ით გაიზარდა. აჭარის ეკონომიკისა და
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2012 წლის იანვარ-ივნისში განხორციელებული
ინვესტიციები 63,8 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ციფრი 14%-ით აღემატება გასული წლის
ანალოგიურ მაჩვენებელს.
ინვესტიციათა 55% (35
მილიონი დოლარი) ადგილობრივმა ინვესტორებმა გაიღეს, 45% (28,8 მილიონი დოლარი) კი
- უცხოური ინვესტიციების წილია.
სტატისტიკური
მონაცემებით, 2011 წლის პირველ ნახევარში რეგიონში 56 მილიონი დოლარის
ინვესტიციები შემოვიდა.
internet.ge