ვანო მერაბიშვილი: მომავალი ოთხი წლის ჯამურმა ბიუჯეტმა 40 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვანო მერაბიშვილის განცხადებით,
მომავალი ოთხი წლის ჯამურმა ბიუჯეტმა 40 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს.
მერაბიშვილმა ფრაქცია „ძლიერი საქართველოსთვის“-სთან
გამართულ შეხვედრაზე სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი
ოთხი წლის განმავლობაში პრიორიტეტულ მიმართულებებზე 20 მილიარდი ლარი უნდა
დაიხარჯოს, შესაბამისად მთავრობის ვალდებულება იქნება ბიუჯეტი 40 მილიარდამდე
გაზარდოს.
მერაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებში შტატები არ
შემცირდება და ის პირიქით გაიზრდება.
მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, სარფის გამშვებ პუნქტს 35 000
ადამიანი კვეთს, მაშინ როდესაც, 8 წლის წინ ეს მაჩვნებელი 4-6 ათასი იყო.
მერაბიშვილმა დასაქმების პრობლემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ
ქვეყანაში დასაქმება რეგიონების მიხედვით უნდა მოხდეს. კეძოდ ქუთაისელმა ქუთაისში
უნდა იმუშაოს და ამით მას ნაკლები ხარჯი ექნება.
„ახალციხეში მშენებლობას ვხელმძღვანელობდი და იქ ადგილობრივები დასაქმდნენ“,-
დასძინა მან.
ამას გარდა მერაბიშვილმა ექსპორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ
ქვეყანში სეზონური პროდუქტის შენახვის მიზნით მაცივრები უნდა იყოს, რითაც ექსპორტს
ხელი შეეწყობა.
internet.ge