მცხეთის
რაიონის სოფელ წილკანის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა. სამუშაოები დღეს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა, დაათვალიერეს.
კომპანია
„იტერა–საქართველომ“
სამუშაოები საპრეზიდენტო პროგრამის,
„გაზი ყველა სოფელში“ ფარგლებში შეასრულა. დაგეგმილი სამუშაოების პირველ ეტაპზე არსებული გაზსადენის რეაბილიტაცია განხორციელდა და
200-მა ოჯახმა ბუნებრივი აირი მიიღო. განხორციელებულ სამუშაოების ღირებულებამ 80 ათასი ლარი შეადგინა.
პროექტის
მეორე ეტაპზე ახალი გაზსადენი აშენდება, რითაც სოფელ წილკანის გაზიფიცირება დასრულდება და ბუნებრივ აირს 1200 ოჯახი მიიღებს.
ენერგეტიკისა
და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.
internet.ge