ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრმა ფოთის საზღვაო ნავსადგურის პორტის ობიექტები დაათვალიერა და იქ
დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა. 2011 წლიდან ფოთის პორტი „APM Terminal“
-ის მშენებლობაშია. პორტში შესვლის დღიდან კომპანიამ 50 -ზე მეტი ადგილობრივი
დაასაქმა.
ვერა ქობალიამ გერმანული წარმოების
თანამედროვე ამწეებიც დაათვალიერა, რომლებიც ფოთის პორტმა ტვირთბრუნვის
გასაზრდელად შეიძინა. ინვესტიციამ 10 მლნ
დოლარი შეადგინა. ამწეები მალე დამონტაჟდება და ექპლუატაციაში შევა. მათი
ამოქმედების შემდეგ, ფოთის პორტში დამატებით 50 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მომდევნო
ორ წელიწადში კი ამ მაჩვენებლის გაორმაგება იგეგმება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრი „APM
Terminal“ -ის ხელმძღვანელებისგან პორტის
განვითარების გეგმასაც გაეცნო. ფოთის საზღვაო ტერმინალში ამ ეტაპრე 1066 ადამიანი
მუშაობს. 2 წლის განმავლობაში კი გადაზიდვები 38%-ით გაიზარდა.
„ფოთის პორტი არის ყველაზე მსხვილი
დამსაქმებელი, აქ 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის
კომპანია რომელიც შარშან ამ პორტში ინვესტიციით შემოვიდა, აპირებს გაზარდოს და
დანერგოს ახალი ტექნოლოგიები, გადაამზადოს აქ მომუშავე კადრები და რაც მთავარია დაასაქმოს
ადგილობრივი მოსახლეობა,“- განაცხადა ვერა ქობალიამ.
Internet.ge