საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით, 2012
წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4866 მლნ. აშშ
დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია. აქედან,
ექსპორტი 1140 მლნ. აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი - 3725 მლნ. აშშ დოლარი. რაც
შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს - 2585 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნული მონაცემების მიხედვთ, იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო
სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 32 პროცენტით გაიზარდა, ხოლო დსთ-ს
ქვეყნებთან - 5%-ით.
10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ლიდერობენ თურქეთი (741 მლნ.
აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (606 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (341 მლნ. აშშ
დოლარი).
Internet.ge