საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია საზაფხულო
დასაქმების
პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს დღეს რუსთავში
შეხვდა. მინისტრმა სტუდენტებისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.
სტუდენტები, რომელთაც
დღეს ვერა ქობალია გაესაუბრა, ჩართულები არიან საბინაო
პირობების აღწერის ბირობებში, რომელიც გაეროს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიებით ხორციელდება.
„ეს პროგრამა საშუალებას მოგვცემს შევქმნათ საბინაო ბაზა, რომელიც აქამდე არ არსებობდა საქართველოში. ეს დაგვეხმარება
გავიგოთ რა ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს მოსახლეობას და ამის შემდეგ დავსახოთ
გეგმა რომელ უბანსა და რეგიონში არის ყველაზე მეტი პრობლემები, “ – განაცხადა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
Internet.ge