ჯავახიშვილი: ჩემი ვარაუდით, "ქართუ ბანკში" ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევა
"ბანკი ქართუს" გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი გავრცელებულ ინფორმაცის რომლის მიხედვითაც
„ქართუში“ შესაძლოა ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდეს ადასტურებს.
„ეს ინფორმაცია დილიდან გავრცელდა,
ინფორმაციის ალბათობა დიდია“,- განუცხადა
„ინტერნეტ.ჯი“-ს ჯავახიშვილმა.
ბანკის გენერალური დირექტორი ირწმუნება,
რომ ბანკის დროებითმა მმართველობამ 4 დეველოპერულ კომპანიასთან 50
მლნ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულებები გააფორმა.
ჯავახიშვილის მტკიცებით, ხელშეკრულებები პროცედურული ნორმების დარღვევით გაფორმდა.
„დაირღვა "ბანკი ქართუს" სესხების გაცემის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი პროცედურული ნორმები. რადგან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია ბანკი ვალდებულია, აღნიშნულ კომპანიაზე 50 მლნ დოლარის სესხი 31 ივლისამდე გასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიკვიდობის კოეფიციენტი დაირღვევა, რის შემდეგაც ჩემი
ვარაუდით "ქართუ ბანკში" ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევა“,- აცხადებს „ქართუს“ გენერალური
დირექტორი.
მისი თქმით, ბანკის დროებითი მმართველის მიერ 4 დეველოპერულ კომპანიაზე საკრედიტო ხელშეკრულებების
გაფორმებას
ბანკის მოქმედი ხელმძღვანელობა სასამართლოში სავარაუდოდ ორშაბათს გაასაჩივრებს.
„ფაქტია, რომ ბანკის დროებითმა მმართველობამ სესხები პროცედურული ნორმების დარღვევით გასცა, რასაც აუცილებლად
გავასაჩივრებთ“,- დასძინა ნოდარ ჯავახიშვილმა.
Internet.ge