საქართველოს ეროვნულმა
ბანკმა ყოველთვიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2012 წლის
ივნისში, 2012 წლის მაისის თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების საერთო დონე
0.9 პროცენტით შემცირდა. ანგარიშის მიხედვით, სამომხმარებლო ფასების ცვლილება
ბოსტნეულზე, ყველზე, ბენზინსა და ნავთობზე ფასების ვარდნის შედეგია.
ანგარიშში ასევე
აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 42.8 მლნ ლარით, (2.3
პროცენტით) გაიზარდა სარეზერვო ფულის
მაჩვენებელი და
საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, 1937.8 მლნ ლარი შეადგინა. ამასთანავე 1%–ით
გაიზარდა მთავრობის დეპოზიტები და სულ და 996 მლნ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საბანკო
სისტემას, 2012 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, მისი სადეპოზიტო ვალდებულებები 83.2 მლნ ლარით (ანუ
1.2 პროცენტით) გაიზარდა და 7.2 მლრდ ლარს გაუტოლდა.
internet.ge