ქართული ხილისა და ბოსტნეულის უცხო ქვეყნებში ექსპორტის მიზნით,
ქვეყნის მასშტაბით სასოფლო პროდუქციის შემნახველი საწყობები აშენდება. ეს
განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა წყალტუბოში,
ფერმერებთან შეხვედრაზე გააკეთა.
მისი თქმით, გურჯაანის რაიონში საწყობი ძირითადად ქლიავსა და ატამს
ჩაიბარებს.
„გორში, ახალციხეში, ჩაქვში, ინგირსა და სამტრედიაში ყველაზე
თანამედროვე შემნახველი პუნქტების გახსნა იგეგმება, საწყობი სტაციონარითა და
გადამტანი კონტეინერებით აღიჭურვება, მოხდება მწვანილების თანამედროვე მეთოდებით
შეფუთვა, რის შემდეგაც ეს პროდუქცია გადავა უკრაინის საწყობებში“,- განაცხადა
მერაბიშვილმა.
მისი თქმით, ექსპორტირებას საქართველოს რკინიგზა და ავიაცია
უზრუნველყოფს.
„რკინიგზის მეშვეობით, პროდუქცია ძალიან მალე მოხვდება უცხოურ
ბაზარზე“,- განმარტა პრემიერმა.
Internet.ge