ენერგეტიკის განვითარების ფონდსა (GDF) და ბულგარულ კომპანია Vaptech-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს სასტუმროში Holiday Inn-ში გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი
GDF-ს დირექტორმა ლევან ედელაძემ და Vaptech-ის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ვლაჩევმა მოაწერეს. მემორანდუმი GDF-სა და საკონსულტაცო კომპანიებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს.
კერძოდ, ორივე მხარე თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ენერგოპოტენციალს შეისწავლიან და ახალ პროექტებს შეიმუშავებენ. ამასთან, თითოეულ პარტნიორთან ერთად ერთობლივი კომპანია ჩამოყალიბდება და აღნიშნულ პროექტებს განახორციელებენ.
დღესვე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტრო და GDF-ს ორგანიზებით, წამყვანი საინჟინრო და საკონსულტაციო
კომპანიებისთვის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ენერგეტიკისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ აკაკი კვანტალიანმა გახსნა. შეხვედრას
რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული 100-მდე დელეგატი ესწრებოდა.
Internet.ge