საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე, შპს „კავკასუს ონლაინმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო.
კომპანიას
ნუმერაციის
რესურსი - 995
32 2480 XXX-995 32 2484 XXX, სულ ხუთი ათასი სააბონენტო ნომერი, ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის
და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის
გამოეყო.
ნუმერაციის
რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონა ქალაქი თბილისია.
internet.ge