ალექსანდრე ხეთაგური კვაისაში რადიოქტიური ნარჩენებისთვის სამარხის აშენების შესახებ ინფორმაციას - არასერიოზულად უყურებს
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ალექსანდრე ხეთაგური სამხრეთ ოსეთში, კერძოდ, კვაისაში რადიოქტიური ნარჩენებისთვის სამარხის აშენების შესახებ ინფორმაციას, არასერიოზულად უყურებს.
ცხინვალში ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, ჟურნალისტები საკითხის გარკვევას, მინისტრთან შეეცადნენ, მაგრამ ხეთაგურმა მედიის მიერ დასმულ კითხვებზე, პასუხის გაცემა არ ისურვა.
კერძოდ, მინისტრმა ჟურნალისტის კითხვაზე: - ამ საკითხთთან დაკავშირებით ფლობთ თუ არა ინფორმაციას? - მხოლოდ გულიანად იცინა.
არსებული ინფორმაციით, ჯავის რაიონის დაბა - კვაისაში, შესაძლოა, ვლადიკავკაზიდან ჩატანილი რადიოქატიური ნარჩენები ჩაიტანონ.
internet.ge