2012 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 193.6
მლნ ლარი შეადგინა, რაც 4%-ით მეტია 2011 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის,
რომელთა შორისაც არის რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, აშშ, უკრაინა, ინდოეთი,
თურქეთი.
2012 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.6 მლნ ლარი გადაიგზავნა, ხოლო, გასულ 2011 წელს, 12.9 მლნ ლარი.
internet.ge