გორის რაიონულმა
სასამართლომ ასაფეთქებელი მასალისა და მოწყობილობის შეძენა-შენახვაში ბრალდებული იოსებ
მაისურაძე, წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა.
სასამართლომ
საქმის არსებითი განხილვისას გამოიკვლია წარმოდგენილი
მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები. ვინაიდან, პირდაპირმა
მოწმემ სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება, სასამართლო
არ დაეყრდნო სხვა მოწმეთა ჩვენებებს და ჩათვალა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი და
უტყუარი იოსებ მაისურაძის ბრალის დასადასტურებლად გონივრულ ეჭვს მიღმა.
ამასთან გათვალისწინებული
იქნა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით
დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
internet.ge