5 წლის გოგონამ უფროსი მეგობარი მანიაკის მიერ გაუპატიურებას სიცოცხლის ფასად გადაარჩინა (VIDEO)
ომსკელი მანიაკი ტრაგედიიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
აღმოჩნდა, რომ ის იმავე სახლში ცხოვრობდა, სადაც ცხოვრობდნენ მცირეწლოვანი ბავშვები, რომელთა გაუპატიურებაც მან მოინდომა.
5
წლის გოგონა თავისი 7 წლის მეგობრის დაცვას ცდილობდა მოძალადისგან, რომელიც ბავშვის გაუპატიურებას აპირებდა. თუმცა მოძალადემ მას ჯოხით თავში მძიმე დაზიანებები მიაყენა.
ბავშვები ერთ-ერთის ბებიამ მდინარის პირას იპოვა 7 წლის ქსენია მართალია გადარჩა, მაგრამ მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. ახლა ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან.
5
წლის ქსიუშა კი, რომელიც როცა იპოვეს, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, საავადმყოფოში მიყვანისთანავე თავის მძიმე ტრავმების გამო დაიღუპა.
Internet.ge