უკრაინელმა ძალოვნებმა დნეპროპეტროვსკში მომხდარი ტერაქტების საქმე გახსნილად გამოაცხადეს.
როგორც უშიშროების კომიტეტი იუწყება, ბრალდებულია 4 ადამიანი, რომლებიც
2010-2012 წლის განმავლობაში ტერაქტების სერიისთვის საგულდაგულოდ ემზადებოდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებაზე სპეციალიზდებოდნენ.
"გამოძიებამ მოიპოვა უპრეცენდენტო მტკიცებულებები ყველა ბრალდებულის მიმართ" - განაცადა უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა ივან დერევიანკომ.
მისი თქმით, ერთ-ერთი ბრალდებული პროფესიონალი პოლიტილოგია, რომელიც უკრაინის სახალხო დეპუტატის, მიხაილ სოკოლოვის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. სოკოლოვი იულია ტიმოშენკოს ბლოკიდან იყრიდა კენჭს – განმარტა დერევიანკომ.
სოკოლოვი სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. სასამართლო პროცესი დნეპროპეტროვსკში ჩატარდება.
მოქალაქეები, რომლებიც ტერაქტების შედეგად დაზარალდნენ, მთლიანობაში, თავიანთ სარჩელებში 303 ათას გრივნას ითხოვენ.
შეგახსენებთ, დნეპროპეტროვსში, 27 აპრილს, 4 აფეთქება მოხდა. შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. ოფიციალური ვერსიით ტერაქტებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მედია წერდა, რომ აფეთქებებმა 8 ადამიანი იმსხვერპლა.
Internet.ge