თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა დავით ლევანის ძე ხაჩატურიანი
დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ხაჩატურიანმა თეთრიწყაროში, კოალიცია „ქართული ოცნების" ოფისის ღობის გარკვეული ნაწილი დააზიანა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფ პირებს.
ხაჩატურიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით ედება ბრალი. სასამართლომ ხაჩატურიანს 60 დღით პატიმრობა მიუსაჯა.
Internet.ge