გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქუთაისის პოლიციის ყოფილი ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შს სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის ყოფილი უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი გელა გივის ძე გოშაძე
დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს სამსახირეობრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.
„გელა
გოშაძემ ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში მუშაობის პერიოდში მიიღო დანაშაულის შესახებ შეტყობინება, რაზეც არ მოახდინა
რეაგირება
და დამალა დანაშაული.
საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის სამ წლამდე
თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს“,-
აღნიშნულია დამინისტროს განცხადებაში.
internet.ge