ივანო-ფრანკოვსკის მცხოვრებმა ქალმა, რომელმაც სახლში მარტომ იმშობიარა, ბავშვი ტირილის გამო მოკლა. 29
წლის ქალს კიდევ ორი შვილი ჰყავს.
მომხდარის შესახებ ის ყოველგვარი ემოციის გარეშე ყვებოდა.
„როგორღაც უნდა დამემშვიდებინა, ავიღე ჯამი და თავში ჩავარტყი. მე ტკივილები მქონდა, ის კი ტიროდა,“ – განაცხადა მან.
მიუხედავად იმისა, რომ მილიციას ქალი პირველად არ გამოუტყდა, ექსპერტიზამაც დაადგინა, რომ ახალშობილს თავის ქალა, ფაქტობრივად, ჩაშლილი ჰქონდა.
მოკლული, ქალმა სახლიდან რამდენიმე მეტრში ჩამარხა და ისიც განმარტა, რომ ამ ადგილზე მიწის თხრა გაცილებით გაუიოლდა, ვიდრე სხვაგან, რადგან მიწა რბილი იყო.
ახლა ის საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმები დაადგენენ, აქვს თუ არა მკვლელს ფსიქიკური პრობლემები.
Internet.ge