სამარის ოლქის სოფელ პესტრაევკას მკვიდრმა ერთ-ერთ კაფესთან ცეცხლსასროლი იარაღით სომეხი ეროვნების 7 ადამიანი ჩაცხრილა, რომლებიც მისი თქმით, სოფლის ტერორიზებას ახდენდნენ. ისინი სოფელ მარიევკას მკვიდრები იყვნენ.
თვითმხილველთა თქმით, კონფლიქტს საყოფაცხოვრებო ხასიათი ჰქონდა.
ეს მოტივი გამოძიებამაც დაადასტურა და უარი თქვა მომხდარისთვის ნაციონალური დაპირისპირების კვალიფიკაცია მიეცა.
დაჭრილები საავადმყოფოში არიან მოთავსებულები, რომან ცარკოვი კი დაკავებულია.
ამასთან, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხები დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არიან, რომელიც რაიონს აკონტროლებს და როცა მათ ჩხუბი დაიწყეს, პოლიციას ადგილობრივი ‘’ავტორიტეტების" განეიტრალება არც უცდია. ეს ყოველივე კი იქამდე გრძელდებოდა, ვიდრე ცარკოვმა არ გაისროლა.
Internet.ge